logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება
- +

9 მარტი. 2016. 11:30


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელი თარხან ბათირაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს დღეს დილით მიუვიდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.



დღეს დილით მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ შემიძლია არაფრის თქმა ამ დროისთვის. ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება. ჩვენ აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ვარაუდი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.



პენტაგონი ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა აშშ-ის მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner