logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: ძალიან მიყვარს ქალები... განსაკუთრებით მას მერე, რაც...
- +

22 აგვისტო. 2016. 22:36



„დიახ, დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა."-  ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:


„რატომ ვარ ქალების მხარდამჭერი და მოყვარული?..

 

ძალიან მიყვარს ქალები. განსაკუთრებით მას მერე, რაც რიან აისლერის „თასი და მახვილი" წავიკითხე დაახლოებით 25 წლის წინ. მაშინ მივხვდი, რომ მზრუნველობა ქალის დამახასიათებელი თვისებაა, რასაც მომხმარებლური პატრიარქალური ცივილიზაცია უკვე დიდი ხანია ებრძვის და ვერაფრით გაანადგურა.

 

მე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში. სამი ოფიციალური მეუღლე მყავდა - არაჩვეულებრივი ადამიანები. სულ ბოლო 28 წლის განმავლობაში ცოლ-ქმრული ტიპის ურთიერთობა (სერიოზული) მქონდა 14 არაჩვეულებრივ ადამიანთან და ყოველი მათგანი საოცარი პიროვნებაა (მიხარია რომ ყველა კარგად არის). ზოგიერთი მათგანი მაღალი თანამდებობის პირიც იყო, ზოგიც სტრიპტიზ ბარში მუშაობდა, ზოგი პანკ როკის ან ბლუზის მომღერალი, ზოგი 'ფუსი რაიოტზე' ბევრად უფრო ნამდვილი და ისტორიული ფემინისტ-რაიოტი და ზოგიც უფრო კონსერვატიული არაჩვეულებრივი პიროვნება. ყოველი მათგანი საოცარი და ნიჭიერი პიროვნებაა. გამოდის რომ საშუალოდ ყოველ 2 წელიწადში ერთი ცოლი მყავდა. ამაში, რა თქმა უნდა, ვერავის გავამტყუნებ, საკუთარი ლიბერალური გაუკუღმართებული ცხოვრების სტილის გარდა. რა თქმა უნდა ბევრი მეგობარი ქალიც მყავს, რომელიც მასწავლის მზრუნველობას. ახლახანს კარგად მივხვდი რა საოცარი გაკვეთილი მასწავლა ამ არაჩვეულებრივ ქალებთან ურთიერთობამ - ცხოვრებაში მთავარია ზრუნვა და სითბო - ეს არის ის, რაც ადამიანს აცხოვრებს.

სითბო და 'სხვაზე' ზრუნვა არის ის, რაც ჩვენს დღევანდელ ცივი-ლიზაციას ძალიან აკლია. და იმედია ჩვენ ქალები მაინც გვასწავლიან ამ თვისებას.

 

მე კი ძალიან მადლობელი ვარ 14-ივე ჩემი პარტნიორის, და აგრეთვე ყველა იმ მეგობარი ქალის, რომელმაც ეს არაჩვეულებრივი გაკვეთილი მასწავლა. დიახ, დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა."

 


 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner