logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ვინც საქართველოს ომში ჩასათრევად ფილტვები დაიზიანა, ყველას თბილისში მოუყრია თავი
- +

5 სექტემბერი. 2022. 15:26

 

 

ჩვენს ქვეყანაში პროცესების რევოლუციური სცენარით წარმართვის მოთავე კურატორების აქ შეკრებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება: 

 

„ვინც „დედამ დაწყევლა“ და საქართველოს ომში ჩასათრევად ფილტვები დაიზიანა, ყველას თბილისში მოუყრია თავი! „ცხელ შემოდგომას“ გვიმზადებენ! ჯერ შარვლების ჩასახდელად წავიდნენ საოკუპაციო ხაზზე, პუტინს აშინებენ. შემდეგ ტელესაროსკიპოებიდან შეგვიტევენ. „სლავა გეროიამ“.

 

დადგა ცხელი შემოდგომა. ბელადები არ ჩანან. პროტესტიც! გალკინმა და მაკარევიჩმა - ვერ გაქაჩეს. აწი „გავარვარებული“ პარტნიორები თუ იყოჩაღებენ, საბაბს შეთხზავენ, „ლიბერალურს“! თუ არა და მოუწევთ „გირჩთან“ ერთად საოკუპაციო ხაზთან შარვლის ჩახდა. სხვა რა გზაა... „შინ ევროპიწკენ“.

 

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რუსული აგრესიის დასამარცხებლად თბილისში ჩემობრძანდა. განიხილავს ლიაკასთან, სალომესთან, თამართან წამოწოლის გზებს, მიშასთან სტრატეგიას, ნიკასთან ტაქტიკას, „გირჩი -შარვალჩახდილებთან“ საბოტაჟს. შემოდგომას გავიცხელებს და... გაიღვიძებს დეპოში.

 

დღეს „რევოლუციური გარდატეხის ინტერნაციონალური კომიტეტის“ სხდომა - „დიდება უკრაინას!“ გაიხსნა - არა კიევში, ოდესაში ან ლვოვში... არამედ თბილისში! „პატივცემული გვამები“ იძულებული შეიქმნენ ერთად წვეოდნენ საკურატოროს - „ცხელი შემოდგომის“ აღსასრულებლად. თუ არა და... ფაფუ დაფინანსება!“

 

შეგახსენებთ რომ გუშინ, 4 სექტემბერს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" მონაწილეები.

 

დღეს, 5 სექტემბერს დაიწყება და ხვალ დასრულდება საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენცია მიზნად ისახავს „საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. კონფერენციის თემაა - „დიდება უკრაინას!“ კონფერენციაზე იმსჯელებენ ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.

 

კონფერენციაში მონაწილეობენ: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი; ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ბენ ჰოჯესი; ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი; ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner