logo_geo
eng_logo
ლიზ ტრასი ბრიტანეთის ახალი პრემიერია
- +

5 სექტემბერი. 2022. 16:01

 

 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

 

ტრასმა 81 326 ხმა მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, რიში სუნაკმა კი - 60 399.

 

ხვალ ტრასი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს ეწვევა და პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდება.

 

შეგახსენებთ, 7 ივლისს ბორის ჯონსონმა ოფიციალურად დატოვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

 

გადადგომას წინ უძღოდა კონსერვატორული პარტიისა და მთავრობის მიერ ბორის ჯონსონის კრიტიკა და მოწოდება მისი გადადგომის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner