logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
- +

5 სექტემბერი. 2022. 16:18

 

 

„ოპოზიციას ახალი ნარატივი აქვს, რომელიც აქციებით ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატორი ნიკანორ მელიაა, „გირჩმა“ - მე არ დაგავიწყდეთ, ერთადერთი ვარ, რომელიც ვადამდელი არჩევნების თემას არ გამიჯვნია, ნათელაშვილმა კი გაურკვეველი ხსნის კომიტეტის შექმნაზე გააკეთა აქცენტი. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რომლის დასრულების ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, მსოფლიოში დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არეულობა, საპროტესტო გამოსვლები და ა.შ. დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას და დააზარალებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, რაზედაც პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას დაეკისრება.

 

„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციურ პარტიებში არსებობს და მისი საქართველოზე განზოგადება არასერიოზულია. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების თემას. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს! 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა, როგორც სამართლიანი და დემოკრატიული, აღნიშნულს დაეთანხმა აშშ-ის საელჩო (ელჩი). მათ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო სრულად იზიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას. არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ, რაც ცალსახად არჩევნების ლეგიტიმაციის კიდევ ერთი აღიარება იყო.

 

არჩევნების შემდეგ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია არჩევნების გაყალბებას, ან რაიმე სხვა სახის მანიპულაციას, რომელიც არჩევნების საერთო სურათს შეცვლიდა.

 

მსოფლიოში დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არეულობა, საპროტესტო გამოსვლები და ა.შ. დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას და დააზარალებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას დაეკისრება“, - ამბობს ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner