საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთი ელექტროენერგიის სანაცვლოდ გერმანიას გაზს მიაწვდის.
„ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ გერმანიას გაზის გეგმასთან დაკავშირებით, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საჭიროა დარწმუნება, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა არ მოხდება და ფასები მაქსიმალურად კარგად გაკონტროლდება.