logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამომწვევებით სავსე პერიოდში
- +

5 სექტემბერი. 2022. 20:53

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.

 

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ საქართველოსა და  გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა.

 

„ქალბატონ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ.

 

საქართველოსა და  გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე,  გამომწვევებით სავსე პერიოდში”, - წერს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner