logo_geo
eng_logo
ოლივერ ვარჰეი: გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი
- +

5 სექტემბერი. 2022. 21:04

 

 

„შეიძლება მოსაწყენი იყოს, რასაც ვიტყვი, მაგრამ ყველა კანდიდატისთვის ეს საერთო მიდგომაა. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. გაფართოება ყოველთვის და ყველა ქვეყნისთვის პირობების შესრულებაზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, წარდგენილია 7 პირობა უკრაინისთვის და პროგრესი უკვე არის.

 

„ეს ეხება კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. ჩვენ წარმოდგენილ მოსაზრებებში დეტალურად და ნათლად განვსაზღვრეთ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო. წარმოდგენილია 7 პირობა უკრაინისთვის. პროგრესი უკვე არის. თუ გვინდა ვნახოთ, თუ რა კავშირია მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და მომავალ წევრობას შორის, მაშინ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, კავშირი არის. შეთანხმების სრულად შესრულებით, დაახლოებით 70 %-ით ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრა მიღწეულია. უკრაინა მიიწევს წინ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობით სარგებლობა ევროკავშირის წევრობისგან განსხვავდება. ვალდებულებები განსხვავებულია. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ეს კომპლექსური საკითხია. ინსტიტუციონალური ნაწილი შედგება შეფასებების დოკუმენტებით და მოლაპარაკებებით. არ დაგვავიწყდეს ნამდვილი ინტეგრაცია, რაც არის საზოგადოების და ეკონომიკის ინტეგრაცია. ამას ვაკეთებთ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობითა და ასოცირების ხელშეკრულებით. 2 წლის წინ, როდესაც წარმოვადგინეთ განახლებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მაშინ მაგიდაზე დავდეთ მათთვის ახალი შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის ისეთ სფეროებში, რასაც მესამე ქვეყნებთან როგორც წესი, არ ვაკეთებთ. ამ ელემენტებს მოაქვს ნამდვილი ინტეგრაცია. ჩვენ მოვამზადებთ შეფასებას უკრაინაზე, როგორც უკვე კანდიდატ ქვეყანაზე მომავალ წელს. ეს მოხდება 2023 წელს. ამ წლის ბოლოს კი გამოვაქვეყნებთ მოსაზრებების ერთ ნაწილს და ეს ეხება ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას. ეს დოკუმენტი 2022 წლის ბოლოს მზად იქნება. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner