logo_geo
eng_logo
გია დვალის კიდევ ერთი ტრიუმფი – ჰუმბოლტის პირველი პრემიის ლაურეატი!
- +

22 აგვისტო. 2016. 22:54


 

ქართველი ფიზიკოსი გია დვალი გერმანიაში ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატია. ჰუმბოლტის პირველი პრემია დვალს სხვა 7 მეცნიერთან ერთად მიუნჰენში საზეიმოდ გადაეცა. 3 მილიონ ნახევარ ევროს გია დვალი სამეცნიერო კვლევებისთვის და იმ ექსპერიმენტის გასაგრძელებლადაც გამოიყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს. ჰადრონული ამაჩქარებლის გაშვება შემოდგომით იგეგმება, მანამდე გია დვალი და მეცნიერთა ჯგუფი ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე იმუშავებენ. ჰუმბოლტის პრემია პირველად გაიცა და ის, რომ მსოფლიო დონის 8 მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსიც მოხვდა, გია დვალისთვის ძალიან პრესტიჟულთან ერთად, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პარალელურად, გია დვალი მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორად დაინიშნა. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში სახელგანთქმულ CERN -თან ერთად, ამ ინსიტიტუტსაც უხელმძღვანელებს და თან ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც გააგძელებს საქმიანობას.


გია დვალი:

ეს ჰუმბოლტის ფონდი, საკმაოდ ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც დაკავებულია მეცნიერების წახალისებით, დახმარებით.ძალიან პრესტიჟული პრემიია. ის პირველად გაიცა. ეს თანხა, რომელიც პრემიის სახით 8 მეცნიერმა მივიღეთ. თეორიულ კვლევებზეა გათვლილი, საკმაოდ მოქნილია, ამ შემთხვევაში ყველაფერი მიუნჰენის, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება... ჩვენ, კვლევის ერთი გლობალური მიმართულება გვაქვს, რასაც ფუნდამენტური ფიზიკა ჰქვია და ცხადია, ჩვენი სტრატეგია, იმისდა მიხედვით იცვლება როგორიცაა დროის მოთხოვნა. სისტემატიურად ხდება ახალი მიმართულებების დაგეგმვა, გადათამაშება, ეს დინამიური პროცესია, ჩვენ გავაგრძელებთ იმ კვლევებს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ეს არის ჰადრონული ამაჩქარებელი და ასევე კოსმოლოგია, მთელი სპექტრია, რითაც ჩვენ ვართ დაინტერესებული. ეს თანხა დისიც, რასაც უნივერსიტეტი დამატებით იძლევა, ახალი ჯგუფების შექმნას მოხმარდება.



- ამ ჯგუფებში ქართველი სპეციალისტების მოზიდვას ხომ არ გეგმავთ?


- საერთოდ, ჩვენი კვლევები აბსოლუტურად ინტერნაციონალურია, მთავარია ადამიანი იმ ფუნქციას შეესაბამებოდეს, რომელიც მოეთხოვება, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნაციონალობას. თუ ქართველს შეუძლია უკეთესად შეასრულოს საქმე, მას წინ არაფერი დაუდგება. რაც შეეხება საქართველოს დახმარებას, ეს კვლევებისგან განყენებული საკითხია. მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც საუკეთესო სტუდენტები არიან, მათ შეეძლოთ სწავლის გაგრძელება უცხოეთის წამყვან ცენტრებში. მაგ საქმიანობას ჩვენ კარგა ხანია ვეწევით. მაგალითად, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩვენ გვყავს ქართველი სტუდენტები, თუმცა სამწუხაროდ იმ ახალგაზრდების რიცხვი იკლებს, ვინც იმ დონემდეა მომზადებული, რომ სწავლა გააგრძელოს არა უცხოეთში, არამედ უცხოეთის წამყვან ცენტრებში, ეს ქართული სინამდვილის ბრალია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner