გაზის უმსხვილესმა გერმანულმა იმპორტიორმა, კომპანია Uniper-მა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდა.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ გერმანიის სახელმწიფო ბანკის მიერ უზრუნველყოფილ საკრედიტო ხაზს იყენებენ, რომელიც მოხმარდება სხვა მომწოდებლებისგან გაზის მოცულობის შესყიდვას.
გასულ კვირას კომპანიამ გერმანიის მთავრობისგან დამატებით 4 მილიარდი ევროს სესხი აიღო აღნიშნული მიზნებისათვის.
მანამდე კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მანამ შენარჩუნდება, სანამ არ მოიხსნება სანქციები, რომელიც ხელს უშლის გაზსადენის აგრეგატების ექსპლუატაციას.