რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთს „ამომავალი მზის ქვეყანა“ უწოდა.
მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიები იაპონიისა და ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით მდებარეობს, ამიტომ „ამომავალი მზის ქვეყანა“ სწორედ რუსეთია.
„ზოგადად, ჩვენს მეზობელ იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ იაპონიის აღმოსავლეთით, ჩემი აზრით, კამჩატკა ან სახალინია, თუნდაც კიდევ უფრო აღმოსავლეთით არის ახალი ზელანდია, ხოლო ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით არის ჩუკოტკა. ამ თვალსაზრისით, ამომავალი მზის ქვეყანა რუსეთია“, - განაცხადა პუტინმა.