„რუსეთმა აშშ-ის 25 მოქალაქეს პირადი სანქციები დაუწესა“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.
სანქცირებულთა სიაში ცნობილი ამერიკელი მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი მოხვდნენ.
„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული მზარდი პირადი სანქციების საპასუხოდ აშშ-ის კონგრესის წევრთა ჯგუფს, მაღალი რანგის ოფიციალური პირებს, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწეებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ.
ამერიკული ხელისუფლების მტრული ქმედებები ანადგურებენ ორმხრივ კავშირებს და აღვივებენ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.