დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ჯერ ვერ მიაღწია.
ბენ უოლესის თქმით, რუსეთი განაგრძობს ომში მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და პერსონალის დაკარგვას, ხოლო დანაკარგები გავლენას მოახდენს რუსეთის საბრძოლო ეფექტურობაზე.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინი ენერგორესურსების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.