logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ჯერ ვერ მიაღწია
- +

5 სექტემბერი. 2022. 23:55

 

 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ჯერ ვერ მიაღწია.

 

ბენ უოლესის თქმით, რუსეთი განაგრძობს ომში მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და პერსონალის დაკარგვას, ხოლო დანაკარგები გავლენას მოახდენს რუსეთის საბრძოლო ეფექტურობაზე.

 

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პუტინი ენერგორესურსების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner