logo_geo
eng_logo
დუდა სანაძე: თურქული მედიისა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები რეალობას არ შეესაბამება
- +

6 სექტემბერი. 2022. 01:15

 

 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ თურქეთთან მატჩში მომხდარ ინციდენტზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

 

მისი თქმით, მან თურქ მოთამაშეს უთხრა, რომ მსაჯმა თურქეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილება არასწორად მიიღო, რასაც თურქი კალათბურთელის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

 

„მოხდა ისეთი ინციდენტი, რომ არ ვარ მოხარული. მინდოდა, მთლიანი თამაში გვეთამაშა და მარტივად მოგვეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. მე მსაჯის მოქმედებაზე გავბრაზდი, ჩავუარე თურქ მოთამაშეს და ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი ჯარიმა დაგისტვინათქო. ვფიქრობ, რომ მისი და ჩვენი ემოციებიც გადაჭარბებული იყო, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რაღაც. რასაც თურქული მედია და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებენ, რეალობას არ შეესაბამება“, - აღნიშნა სანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner