logo_geo
eng_logo
გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო
- +

6 სექტემბერი. 2022. 12:21

 

 

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

 

ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისაგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში.

 

ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner