logo_geo
eng_logo
საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

6 სექტემბერი. 2022. 14:25

 

 

საბურთალოს რაიონში, ბიძინა  ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.  პროექტის ფარგლებში, 4 453 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე, ამ დრომდე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ.

 

მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

 

„საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად, გზის მოწესრიგება ბარათაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში მოსახლეობა გრუნტიან გზაზე გადაადგილდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner