ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალების თადარიგის გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ინტერ-ნაციონალური რევოლუციური გარდატეხის კომიტეტის“ წევრი, გადამდგარი გენერალი ბ. ჰოჯესი შეუმდგარ „გენერალ კეზერას“ ტევესაროსკიპოში აცხადებს: „არ ვიცი, გმობს თუ არა საქართველოს მთავრობა რუსულ აგრესიას...“ ავღანეთში აშშ-ის მთავრობის მიერ დამყარებული „დემოკრატიის“ შესახებ თუ იცის?“ - წერს გოგა ხაინდრავა.