logo_geo
eng_logo
ევროკომისია: ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 12 სექტემბერს გაუქმდება
- +

6 სექტემბერი. 2022. 18:38

 

 

ევროკომისიამ დააკმაყოფილა ინიციატივა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების სრული შეჩერების თაობაზე. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა.

 

„რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ მარტივი წვდომა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ტურიზმი არ არის ფუნდამენტური უფლება. დღეს ევროკომისიამ მიიღო ინიციატივა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების სრული შეჩერების თაობაზე“, - განაცხადა იოჰანსონმა.

 

სავარაუდოდ, უახლოესი კვირის განმავლობაში ევროკავშირის საბჭო დააკმაყოფილებს ამ ინიციატივას, 12 სექტემბრიდან კი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდება. გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის აღების დროს საკონსულო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. გარდა ამისა, გაიზრდება წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, ვიზების გაფორმებისა და გაცემის ვადები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner