ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლი“ - „ლივერპულის“ მატჩის წინ „ლურჯების“ მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
სპალეტიმ აღნიშნა, რომ „კვარა“ იდეალურ ფორმაშია.
„რომში მე ის შევცვალე, რადგან 5 შეცვლის უფლება გვაქვს და ეს ნორმალურია. ჩემთვის ის იდეალურ ფორმაშია. კმაყოფილი ვარ მისით, როგორც ფეხბურთელით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როგორც ადამიანით“, - განაცხადა სპალეტიმ.
კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი „ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომაც გააკეთა.
„კვარა? მაშინვე მივწერე, როცა ჩვენთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მან ძალიან კარგად დაიწყო და იმედი მაქვს, რომ იმავეს „ლივერპულის“ წინააღმდეგაც გაიმეორებს“, - აღნიშნა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.