საბერძნეთი თურქეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მიგრანტების ქვეყანაში შესვლის თავიდან ასაცილებლად ღობის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა განაცხადა.
„40 კილომეტრიანი ღობე კიდევ 140 კილომეტრით გაგრძელდება“, - აღნიშნა ტაკის თეოდორიკაკოსმა.
ღობე, თავდაპირველად 2012 წელს დამონტაჟდა, შემდეგ 2021 წელს გაფართოვდა. ორ ქვეყანას შორის უთანხმოება მთელ რიგ საკითხებს ეხება, მათ შორის მიგრაციისა და ენერგორესურსების საკითხებს.