„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ყველა პარტიის, მათ შორის, „ქართული ოცნების" აღგზნებულ პროვოკატორებს ვეუბნები: ქალების ცემას დაანებეთ თავი, თორემ ქალი ვარ და ყველას სათითაოდ დაგივლით. მერე ვნახოთ, ვის რისი ერთი ადგილი გაქვთ.
დღეს დმანისში ჩვენს შტაბში თავდასხმა მოხდა. სასტიკადაა ნაცემი ჩვენი კანდიდატი და შტაბის თანამშრომელი გოგონა ეკა ბერიანი."