logo_geo
eng_logo
დეპუტატებმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 81 ხმით მიიღეს
- +

6 სექტემბერი. 2022. 20:42

 

 

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით  მიიღო  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ,  იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას,  მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან  ჩამოსმის მიზნით.

 

კანონპროექტი ადგენს რომ  ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner