logo_geo
eng_logo
ნიდერლანდების ერთ-ერთ ქალაქში ხორცის რეკლამის აკრძალვას გეგმავენ
- +

7 სექტემბერი. 2022. 00:15

 

 

ნიდერლანდებში, ქალაქ ჰაარლემის მთავრობა 2024 წლიდან საჯარო სივრცეებში ხორცის ყველანაირი რეკლამის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი მწვანეთა პარტია GroenLinks-ია. აკრძალვის საჭიროებას ისინი კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ - გაეროს მონაცემებით, საქონელზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბური გაზის 14% მოდის.

 

„ხორცი ძალიან აზიანებს გარემოს. არ შეიძლება ხალხს ვეუბნებოდით, რომ კლიმატური კრიზისი გვაქვს და იმ პროდუქტების ყიდვისკენ მოვუწოდოთ, რომლებიც ამ პრობლემის ნაწილია“, - აცხადებს GroenLinks-ის წარმომადგენელი ზიგი კლაზესი.

 

ხორცის მწარმოებლები და მემარჯვენეები ინიციატივას აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ აკრძალვა „წარმოებს თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა“ იქნება.

 

ხორცს ნიდერლანდების მოსახლეობის 95% ჭამს, თუმცა ის ნახევარზე მეტის ყოველდღიურ რაციონში არ შედის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner