უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუს სამხედროებს „ტვიტერიდან“ მიმართავს.
პოდოლიაკი ოკუპანტებს უკრაინის ტერიტორიებიდან მასშტაბური უკან დახევისკენ მოუწოდებს.
„რუსული ჯარების ერთადერთი კარგი სტრატეგია ახლა არის ფართომასშტაბიანი, ორგანიზებული უკან დახევა ყველა მიმართულებით. მე ამას გირჩევთ“, - აცხადებს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, უკრაინამ აგვისტოს ბოლოს ქვეყნის აღმოსავლეთში კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც კიევის განცხადებით, წარმატებულად მიმდინარეობს.