რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში ქალაქის კომენდანტი არტიომ ბარდინი ავტომობილში ააფეთქეს.
იგი საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
რუსეთი მომხდარს „ტერორისტულ თავდასხმას“ უწოდებს.
ოკუპანტები აცხადებენ, რომ მკვლელობის უკან უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი დგას.