logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: წადი, დაიკარგე აქედან, „ხუხაია-მამაძაღლო“, შენი თაღლითური ანალიზი ვის რაში სჭირდება
- +

7 სექტემბერი. 2022. 10:31

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გია ხუხაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„არშემდგარი ადეიშვილი - მეტსახელად „პარაზიტი ხუხა“!️

 

არსებობს ხალხი, რომლებიც ფულის გულისთვის ყველაფერს მისცემენ, აი ყველაფერს - ერთ ასეთ „ჩირქიან ფურუნკულზე“ მოგიყვებით ამბავს.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში - ბევრი მედროვე, რომლებიც ე.წ. კოალიციაში შეძვრენ - ზოგი მთავრობაში შეხოხდა (მაგ. რესპუბლიკელები) , ზოგი პარლამენტში, ზოგი სად და ზოგი სად.

 

ხუხა ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა. თავისი ჩარჩ-ვაჭრული გონება ჩართო - „თავმდაბლურად“ არ მოითხოვა არანაირი თანამდებობა, თუმცა სამაგიეროდ საქართველოს „რუხი კარდინალობა“ მოინდომა!

 

ამ თაღლითმა იქირავა პრესტიჟული  ოფისი - შეშინებულ ნაც-ბიზნესმენებს „პიქსელის“ შენობაში იბარებდა და „წილებს“ თხოვდა - ადრე ადეიშვილს უხდიდით - ახლა ადეიშვილი ხუხაშვილია  და მე უნდა გადამიხადოთო!

 

ძალიან რომ გათავხედდა - ერთ დღეს გაეშიფრა ეს თაღლითური სქემა და თავი „დონ ვიტო კორლეონედ“ რომ წარმოიდგინა -  ზუსტად იმ მომენტში ბიძინამ პანღური ამოკრა და უკანასკნელი „ბანძივით“ გააგდო ქუჩაში!️

 

ახლა დამჯდარა ეს არშემდგარი „ადეიშვილ-მერაბიშვილი“ და ხალხს მოძღვრავს. საქართველოს მომავალზე ესაუბრება.

 

წადი, დაიკარგე აქედან, „ხუხაია-მამაძაღლო“, შენი თაღლითური და არაკომპეტენტური ანალიზი ვის რაში სჭირდება. მოვა დრო და ალაპარაკდება ყველა ბიზნესმენი, თუ როგორ სძალავდი ფულს სახელმწიფოს სახელით და მერე მოგიწევს პასუხისგება სამართლის წინაშე“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner