logo_geo
eng_logo
კახა კალაძე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე: ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ
- +

7 სექტემბერი. 2022. 12:27

 

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას ეხება, უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება საფრთხეებს თავიდან აირიდებს ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებდა.

 

„საფრთხეები ყოველთვის იყო. საფრთხეები და გამოწვევები არ გამქრალა. ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ გაანეიტრალოს ეს გამოწვევები და საფრთხეები. ასე ვიმოქმედებთ ჩვენ მომავალში. ჩვენი ხელისუფლება საფრთხეების თავიდან არიდებას აპირებს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ, გააზრებული პოლიტიკით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner