logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ჟოზეფ ბორელმა რადიკალურ ოპოზიციას ყური აუწია
- +

7 სექტემბერი. 2022. 12:42

 

 

„პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი წარმატებულად და ნაყოფიერად დაიწყო. მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გაჟღერება მოხდა. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ მინისტრის შთამბეჭდავი და ყოვლისმომცველი გამოსვლა, პრემიერის მიერ სწორად იყო აქცენტები დასმული, პრიორიტეტები, გამოწვევები და მასზე რეაგირების გზები“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა.

 

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს სახელმწიფოს მტერი ოპოზიცია, რომელიც შესაძლებლობებს არ იყენებს:

 

„პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროპული კურსის ერთგულება, ხოლო მასპინძლებმა აღნიშნეს საქართველოს მცდელობა და მიღწევები. ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევა მშვიდობის საკითხში. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მიღწევებს და პროგრესს, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში განიცადა. განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. დეპოლარიზაციას დაეთმო. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, ჟოზეფ ბორელმა რადიკალურ ოპოზიციას ყური აუწია, „პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას“. პოლარიზაციის შემცირება ჩართული მხარეების ვალდებულებაა, რიგგარეშე არჩევნები, ბოიკოტი და ა.შ. არათუ ზრდის პოლარიზებას, არამედ აჩვენებს, რომ საქართველოს ჰყავს სახელმწიფოს მტერი ოპოზიცია, რომელიც შესაძლებლობებს არ იყენებს!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner