კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას!“ ეხმაურება, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინული სიმღერა შეასრულეს.
„ეს დღეები - უმძიმესი ბრძოლები, ასეულობით დაღუპული და დაჭრილი უკრაინის ფრონტზე. თბილისში კი - „დიდება უკრაინას“ ამოფარებულები! „გვამებზე მოცეკვავე“ კრემერები, ფოტიგები, ჰოჯესები, ტორტონები და აქაური ჭინკები - რას უპირებენ ჩვენს სამშობლოს, ხომ ყველასათვის ცხადია! პასუხს დაელოდეთ!“ - წერს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“.