logo_geo
eng_logo
კასპში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
- +

7 სექტემბერი. 2022. 18:01

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა - „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“ გაიმართა.

 

კონსულტაციის პროცესს ადგილობრივი მოსახლეობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ;

 

დაინტერესებულ პირებს სამართლებრივი კონსულტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს,   სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მსურველებს slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარნენ.

 

სისტემური რეგისტრაციის დროს სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას.

 

მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

 

slr.napr.gov.ge/schedule

#მიწისსისტემურირეგისტრაცია

#კასპი2022

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner