logo_geo
eng_logo
„აუცილებლად ჩატარდება“ - რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ახალ თარიღს ასახელებს
- +

7 სექტემბერი. 2022. 19:52

 

 

კვლავ გადაიდო ფსევდორეფერენდუმის გამართვა დონბასის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ RBC „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივნის ანდრეი ტურჩაკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

მისი თქმით, ეროვნული ერთიანობის დღე არის ისტორიული თარიღი, რომელიც „ყველას გვაერთიანებს „რუსული სამყაროს“ სივრცეში.

 

მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ის, რაზედაც ოცნებობდნენ დონბასის და გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებლები.

 

ტურჩაკის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმი 4 ნოემბერს გაიმართება.

 

„წელს „რეფერენდუმი“ აუცილებლად ჩატარდება და ამაში ეჭვი არავის ეპარება“, - აცხადებს ტურჩაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner