logo_geo
eng_logo
პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
- +

7 სექტემბერი. 2022. 19:52

 

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას შესთავაზებს.

 

„ჩვენ უბრალოდ არ შევასრულებთ ამას. [ევროპას] არაფერს მივაწოდებთ, თუ ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ეკონომიკურ ინტერესებს. ჩვენ არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს, არც ნახშირს, არც მაზუთს - არაფერს მივაწვდით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

„ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს. თუმცა, თუ ვინმე რამეს თავზე მოხვევას შეეცდება, მაშინ მინდა აღვნიშნო, რომ ვინც აწესებს, დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისი ნება გვიკარნახოს. გონს მოვიდნენ. ჩვენ დაწესებულს არაფერს გავაკეთებთ და დაგვრჩება მხოლოდ ერთი რამ, მხოლოდ ერთი რამ, როგორც ცნობილ რუსულ ზღაპარშია რომ ვთქვათ: „გაიყინე, გაიყინე, მგლის კუდო“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner