logo_geo
eng_logo
„რასაც მტერი ტოვებს დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინამ უკვე ნახა“ - ირინა ვერეშჩუკი დეოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის შტაბს უხელმძღვანელებს
- +

7 სექტემბერი. 2022. 21:59

 

 

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა შეექმნა დეოკუპირებული ტერიტორიების საკოორდინაციო შტაბი და მის ხელმძღვანელად დაენიშნა ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.

                                  

გადაწყვეტილება მთავრობამ 7 სექტემბერს მიიღო. მისი ინიციატორი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია.

 

საკოორდინაციო შტაბის მთავარი ამოცანაა იმ ტერიტორიების აღდგენა, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ათავისუფლებს მტრისგან.

 

„სახელმწიფო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენა და მათი სასიცოცხლო უზრუნველყოფის ნორმალიზება. ახლა უფრო და უფრო მეტია ასეთი ტერიტორიები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

„ის, რასაც მტერი ტოვებს დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინამ უკვე ნახა. ეს არის დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურა,  დამწვარი და გაძარცული საწარმოები, სარდაფები, რომლებიც გადაიქცა წამების კამერებად“, - აცხადებს ვერეშჩუკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner