logo_geo
eng_logo
გენშტაბი: უკრაინულმა ძალებმა 11 დასახლების მახლობლად რუსი ოკუპანტების წინსვლა აღკვეთეს
- +

7 სექტემბერი. 2022. 22:15

 

 

უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მტრის არაერთი თავდასხმა მოიგერიეს და რამდენიმე წარმატებული საჰაერო დარტყმა განახორციელებს. იტყობინება უკრაინის გენერალური შტაბი.

 

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული შეტევა 11 დასახლებაში.

 

ამავდროულად, დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 14-ზე მეტი დარტყმა განახორციელა მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დასაყრდენებსა და ადგილებზე. ასევე ჩამოაგდეს ორი სუ-25 თვითმფრინავი, ერთი კა-52 ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი.

 

ვოლანისა და პოლესის მიმართულებით ვითარება უცვლელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner