სასტუმრო „Lover's Deep“-ში ერთი ღამით დარჩენა იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამის შესახებ გამოცემა therichest თავის მოკლე მიმოხილვაში წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ძვირად ღირებული წყალქვეშა სასტუმრო სახელწოდებით Lovers Deep წყვილებს სთავაზობს წყალქვეშა გამოცდილებას. ერთი ღამის ღირებულება კი არც მეტი და არც ნაკლები 150 000 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ.
აღნიშნული სასტუმრო Oliver's Travels-მა 2003 წელს გახსნა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ გააფართოვა თავისი შესაძლებლობები და ძვირად ღირებული კომპლექსების შთამბეჭდავ სიას, წყალქვეშა სასტუმროც დაემატა.
უფრო კონკრეტულად კი წყალქვეშა სასტუმრო სახელწოდებით Lovers Deep Submarine 2014 წლის 14 თებერვალს გაიხსნა.
Lovers Deep-ს მდიდრული ინტერიერი აქვს და შეუძლია ნებისმიერ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს კონკურენცია გაუწიოს. კერძო საძინებელი მდებარეობს ორკაციანი სასტუმროს შუაგულში, აქვს საშხაპე, ლაუნჯი, კომფორტული დივნები და სავარძლები.
წყალქვეშა სასტუმროს კერძო შეფმზარეული ჰყავს, ის მზად არის წყვილებს მრავალფეროვანი კერძებით გაუმასპინძლდეს.
გარდა ამისა, მინიბარი აღჭურვილია სასმელებითა და სატელეფონო მომსახურებით ეკიპაჟთან დასაკავშირებლად. Lovers Deep პაკეტი უაღრესად ექსკლუზიურია და მის ვებსაიტზე დაჯავშნის პროცესის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.
წყალქვეშა სასტუმრო მიემართება კარიბის ზღვის აღმოსავლეთის კუნძულ სენტ-ლუსიიდან, რომელიც ცნობილია თავისი რიფებით, პლაჟებითა და მდიდრული კურორტებით.
კლიენტებს უფლება აქვთ აირჩიონ ადგილმდებარეობა და Lovers Deep სწორედ იმ მიმართულებით აიღებს გეზს, იქნება ეს წმინდა ლუსიას მარჯნები თუ სხვა რამ, არჩევანი თქვენზეა.