logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი რუსეთს: „რეფერენდუმი“ 4 ნოემბერს, „კიევის აღება 3 დღეში“, დონბასი 9 მაისამდე“ ავტორებისგან - სცენარისტი შეცვალეთ
- +

8 სექტემბერი. 2022. 00:42

 

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებასა და ახალი თარიღის გამოცხადებას გამოეხმაურა.

 

პოდოლიაკის თქმით, „რეფერენდუმის“ გამართვის გეგმები მორიგი აბსურდია.

 

„ახალი პროექტი „რეფერენდუმი 4 ნოემბერს“, „კიევის აღება 3 დღეში“ და „დონბასი 9 მაისამდე“ - ავტორებისგან. დროა სცენარისტები შეცვალოთ“, - წერს პოდოლიაკი ე.წ. რეფერენდუმის შესახებ.

 

პოდოლიაკმა რუსებს ურჩია, რომ ერთხელ მაინც ჩაატარონ რუსეთში სამართლიანი არჩევნები, სანამ სხვის ტერიტორიაზე ფსევდორეფერენდუმის ჩატარებით იმუქრებიან.

 

დღეს აგრესორმა მხარემ განაცხადა, რომ მათ მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმი 4 ნოემბერს ჩატარდება. რუსული მხარე ამბობს, რომ „რეფერენდუმი“ აუცილებლად ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner