logo_geo
eng_logo
„გთხოვთ, არ დაივიწყოთ სომალი“ - სულ მცირე 1 მილიარდი დოლარია საჭირო სომალიში შიმშილობის თავიდან ასაცილებლად
- +

8 სექტემბერი. 2022. 01:05

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, სომალიში სულ მცირე 1 მილიარდი დოლარია საჭირო იმისთვის, რომ უკიდურესი შიმშილობა თავიდან იქნეს აცილებული - წერს „ასოშიეთიდ პრესი“.

 

გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა მარტინ გრიფიტსმა სომალის დედაქალაქ მოგადიშოდან ვიდეო ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა.

 

„თუ ჩვენ დახმარებას ვერ მოვახერხებთ შიმშილობა დიდი ხანი გაგრძელდება“, - აცხადებს გრიფიტსი.

 

მისივე თქმით, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა 5,3 მილიონამდე სომალელს დახმარებას უწევს.

 

„შიმშილის დადგომის შემთხვევაში ვითარება გაუარესდება. ხანგრძლივი გვალვა და კლიმატური ცვლილებები მომავალი თაობების ცხოვრებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. გთხოვთ, არ დაივიწყოთ სომალი“, - აცხადებს გრიფიტსი.

 

სომალის მასშტაბით 7,1 მილიონამდე ადამიანს არასრულფასოვანი კვების გამო სამედიცინო დახმარება სჭირდება, აღსანიშნავია, რომ სომალი ომამდე რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის 90%-ს იღებდა.

 

არასრულფასოვანი კვების გამო სომალიში სულ მცირე 730 ბავშვია დაღუპული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner