logo_geo
eng_logo
მედვედევი: ჯოზეფ ბორელი იმ არსებათა სიაში უნდა იყოს შეყვანილი, ვისაც ხელს არ ართმევენ
- +

8 სექტემბერი. 2022. 01:06

 

 

 

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ პირად გვერდზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის შესახებ წერს.

 

უფრო კონკრეტულად კი, მედვედევი ამბობს, რომ „ბორელი ფაშისტური რუსეთის შესახებ სიტყვების შემდეგ, სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ ადამიანების სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ“.

 

„სევდიანი სახის მქონე კაცმა, გვარად ბორელმა თქვა, რომ რუსეთი ფაშისტური სახელმწიფოა. არ დავუბრუნდებოდი ევროკავშირის კომისრის ამ ამაზრზენ განცხადებას, მაგრამ იძულებული ვარ, სპეციალურად გავუსვა ხაზი, რომ ასეთი რამეების დავიწყება არავისთვის და არასდროს შეიძლება. ეს მაღალჩინოსანი სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ“, - წერს ტელეგრამზე რუსეთის ექსპრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner