logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტონეთის სამაშველო საბჭოს დელეგაცია ეწვია
- +

8 სექტემბერი. 2022. 10:58

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტონეთის სამაშველო საბჭოს დელეგაცია ეწვია. ესტონეთის სამაშველო საბჭოს დირექტორს კუნო ტამეარუს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა უმასპინძლა. გაცნობითი შეხვედრის დროს სამსახურის უფროსმა ესტონელ კოლეგას სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა გააცნო. მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე როინ ვარშანიძე და სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

 

ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის სამაშველო საბჭოს დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს ესტუმრნენ და აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის დეტალებს გაეცნენ. ასევე, მოინახულეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი, სადაც გაიმართა სიმულაციური სწავლება და მოხდა სამსახურის შესაძლებლობების დემონსტრირება.

 

ესტონეთის სამაშველო სამსახურის უფროსის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ტალინში, სადაც ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა გაიარეს ერთკვირიანი სასწავლო კურსი სამთო-სამაშველო მიმართულებით.

 

ესტონეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. მათ შორის ექსპერტთა გაცვლითი პროგრამა და ტყის ხანძრების აღმომჩენი სპეციალური სისტემებით აღჭურვის პროექტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner