logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მიხუილ, აფხაზეთი შენ მაშინ დაიბრუნე კლიპი რომ გადაიღე... ახლა ყირიმზეც ერთი სიმღერა და იქა ხარ!
- +

23 აგვისტო. 2016. 02:45



„ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და ყირიმსაც"- აღნიშნული განცხადება  მიხეილ სააკაშვილმა კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოში გამართულ უკრაინულ ფესტივალზე გააკეთა.


ოდესის გუბერნატორის განცხადებას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმაურება:



„ვაიმე დედა...  სად გავიცინოთ?..  მიხუილ, აფხაზეთი შენ მაშინ დაიბრუნე კლიპი რომ გადაიღე და ორი ბილეთი სოხუმამდე რომ აიღე. დავბრუნდით მააშ, მედლები რომ დაკიდე მომღერლებს, სიმღერით და ტაშ-ფანდურით რომ ბრუნდებოდეს აფხაზეთი ეგ უკვე შესრულებული გაქვს. ახლა ყირიმზეც ერთი სიმღერა,  ჯიგრული კლიპი და იქა ხარ.

 

 ისადა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ვერა?"

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner