„ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და ყირიმსაც"- აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოში გამართულ უკრაინულ ფესტივალზე გააკეთა.
ოდესის გუბერნატორის განცხადებას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ვაიმე დედა... სად გავიცინოთ?.. მიხუილ, აფხაზეთი შენ მაშინ დაიბრუნე კლიპი რომ გადაიღე და ორი ბილეთი სოხუმამდე რომ აიღე. დავბრუნდით მააშ, მედლები რომ დაკიდე მომღერლებს, სიმღერით და ტაშ-ფანდურით რომ ბრუნდებოდეს აფხაზეთი ეგ უკვე შესრულებული გაქვს. ახლა ყირიმზეც ერთი სიმღერა, ჯიგრული კლიპი და იქა ხარ.
ისადა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ვერა?"