logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს
- +

8 სექტემბერი. 2022. 12:00

 

 

ოზურგეთის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

„მინდა მივულოცო აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ბუნებრივია, განსაკუთრებით მახარებს ოზურგეთელი ახალგაზრდების წარმატება -  ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს და ეს გამოცდების შედეგებზეც აისახა. მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და დამსახურებაც დიდია მათ წარმატებაში! მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს. წელს 7 ოზურგეთელი სტუდენტი მიიღებს ჯილდოს და ასევე ფულადი ჯილდო გადაეცემათ სკოლებსაც“,- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner