ქუთაისელი ლიკა ჩხეტიანი ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით და ყოველთვიური სტიპენდიით ჩაირიცხა.
ცნობისთვის: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა ავტორიტეტული საუნივერსიტეტო რეიტინგის, QS World University Rankings-ის თანახმად, მსოფლიოს ოცდახუთ საუკეთესო სკოლას შორისაა პოლიტიკის მიმართულებით.