„განვაგრძობთ ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე მუშაობას - ეს გახლავთ წყალმომარაგების მიმართულება. ამჟამად მიმდინარეობს ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. სამუშაოების 70% პრაქტიკულად დასრულებულია: შედეგად, მოეწყობა ცენტრალიზებული ქსელი, ჭაბურღილები, რეზერვუარი, საქლორატორო და ნატანების მოსახლეობა ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“, - აღნიშნავს ოზურგეთის მერი.