„ოზურგეთის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის - სამუშაოების დასრულების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე გაზიფიცირების მიმართულებით. ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას და ოზურგეთის იმ სოფლებში ვიწყებთ გაზიფიცირების სამუშაოებს, სადაც ეს პრობლემა წლებია დგას. გაზის შეყვანა და დაერთება მოხდება შემდეგ სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში: გოგიეთი, ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი, დვაბზუს ნასაკირალი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი და უკანავა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. ოზურგეთის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის - სამუშაოების დასრულების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.