logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა გომისმთის განვითარების სტრატეგიას, რასაც უახლოეს მომავალში მოჰყვება გენგეგმის დამტკიცება
- +

8 სექტემბერი. 2022. 13:00

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა გომისმთის განვითარების სტრატეგიას, რასაც უახლოეს მომავალში მოყვება გენგეგმის დამტკიცება. ეს პრაქტიკულად სრულად დაარეგულირებს გომისმთის განვითარებას“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

„მოგეხსენებათ, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენი წინამორბედებისგან გომისმთაზეც გადმოვიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა - ქაოტური განაშენიანება, განვითარების გეგმის არქონა, დაუცველი საკუთრების უფლება და უსუსტესი ადმინისტრირება.

 

ამ საკითხზე მხარის გუბერნატორთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მთავრობასთან და მომდევნო სხდომებზე გაგაცნობთ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას - თუ როგორ ვაპირებთ გომისმთის განვითარებას. რა ვადებში აშენდება ცენტრალური გზა, ელექტროენერგიის და წყლის სისტემები, როგორ მოხდება თავად კურორტის დაგეგმარება, როგორი სტანდარტი იქნება დადგენილი ახალი სახლების ასაშენებლად და ძველების მოსაყვანად სტანდარტებთან შესაბამისობაში და რაც მთავარია, როგორ მოხდება სამართლიანად საკუთრების უფლების რეგულირება თითოეულ ნაკვეთზე და შენობაზე.

 

გომისმთა არის ოზურგეთის და მთლიანად საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და აქვს დიდი პოტენციალი. ჩვენ, ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ, რომ აქ გვქონდეს კომფორტული და თანამედროვე კურორტი, რომელიც ყველასათვის საამაყო იქნება და სადაც როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი სტუმრები კარგ პირობებში დაისვენებენ“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა დღეს გამართულ მერიის სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner