გაზეთ „ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერს პაატა ბურჭულაძეს კრიმინალური სამყაროს წევრებთან კავშირში ადანაშაულებს.
კილაძემ დღეს ჟურნალისტებს წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც, მისი მტკიცებით, კრიმინალურ ავტორიტეტის ტარიელ ონიანის შვილის ნათლობაა ასახული. კილაძის თქმით, ონიანის შვილის ნათლია პაატა ბურჭულაძეა, შესაბამისად, საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„მაინტერესებს, პაატა ბურჭულაძე „სახელმწიფო ხალხისთვის" გვთავაზობს თუ „სახელმწიფოს „კანონიერი ქურდებისთვის". იმ შემთხვევაში, თუ პაატა ბურჭულაძე გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვინ მაძლევს მე, როგორც ამომრჩეველსა და ჟურნალისტს გარანტიას და არის თუ არა ამის გარანტი გიორგი ვაშაძე, რომ საქართველოს რეალური მმართველი არ გახდება ბურჭულაძის უახლოესი მეგობარი ტარიელ ონიანი", - განაცხადა კილაძემ.