logo_geo
eng_logo
მარტვილში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია
- +

8 სექტემბერი. 2022. 15:28

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

 

თავისუფლების ქუჩაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფარის დაგების სამუშაოები. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მიმდინარეობს სამი სკვერის რეაბილიტაცია.  თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია და ტროტუარების მოწყობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, სასტუმროს და მერიის შენობების ფასადებს.

 

გზის საფარის დაგების მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა გაეცნენ. 

 

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner