logo_geo
eng_logo
ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა ბექაურმა ბრალი აღიარა
- +

23 აგვისტო. 2016. 02:48



ბექა ბექაურმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. ტერაქტის საქმეზე დააკავა, ბრალი აღიარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისმა ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განუცხადა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოში მოინახულა.


ჭრელაშვილის თქმით, ბექაური ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობდა. რაც შეეხება უშუალოდ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, ბექაურს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული, რომელიც „დაკავების მომენტში მიადგა".


თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ტერაქტის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცესი უნდა დაიწყოს.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტი აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner